Thumbnail

'მემუქრებიან, იმედგაცრუებული ვარ' - ფიზიოთერაპევტი მესიზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბოლივიელი ფიზიოთერაპევტის კომენტარი ლიონელ მესის საქციელზე
  • ლუკას ნავასი იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ ემუქრებიან

არგენტინამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ბოლივიას სტუმრად 2:1 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესიმ ბოლივიის ნაკრების ფიზიოთერაპევტთან იჩხუბა და მას შეურაცხყოფა მიაყენა.

ბოლივიელთა ფიზიოთერაპევტმა ლუკას ნავასმა მედიასთან ლიონელ მესისთან კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესის გულშემატკივრებისგან უამრავი მუქარა მიიღო:

''მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. მინდოდა, რომ მეთხოვა კონფლიქტი არ გაეგრძელებინათ, რის შემდეგაც მესიმ მიყვირა. მისი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ის უდიდესი ფეხბურთელია. მის გამო, ჩემს შვილს ლიონელი დავარქვი. მესის ქომაგები მემუქრებიან. მეწყინა ეს საქციელი, ამ მუქარასა და შეურაცხყოფას ჩემი შვილებიც ისმენენ'', - განაცხადა გლობო ესპორტესთან ლუკას ნავასმა.

ორი ტურის შემდეგ, სკალონის არგენტინას 6 ქულა აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები