Thumbnail

ენტონი დევისი კონტრაქტში გათვალისწინებულ მოთამაშის ოპციაზე (28.7 მილიონი დოლარი) უარის თქმასა და NBA-ს ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ახალი კონტრაქტი გააფორმებას აპირებს. კლუბი და მოთამაშე ახალ ხელშეკრულებაზე უახლოეს კვირებში დაილაპარაკებენ.

The Athletic-ის შემს შარანია ამტკიცებს, რომ დევისი უარს იტყვის კონტრაქტით გათვალისწინებულ პუნქტზე და ლეიკერსთან კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს. დევისი და მისი აგენტი რიჩ პოლი ლეიკერსის წარმომადგენლებს უახლოეს ხანებში შეხვდებიან, რომ კალათბურთელისთვის ყველაზე მისაღები ხელშეკრულება გააფორმონ.

ენტონი დევისი 2019/20 წლების სეზონში: 26.1 ქულა, 9.3 მოხსნა, 3.2 პასი

დევისს შეუძლია ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს ლეიკერსთან (მეორე სეზონში მისი გადასაწყვეტი იქნება ხელშეკრულების გაგრძელება), თუმცა შესაძლოა, ახალი კონტრაქტი კიდევ უფრო ხანგრძლივი იყოს, ყველაფერი კალათბურთელის სურვილზეა დამოკიდებული. 

27 წლის დევისმა შვიდი წელი გაატარა ნიუ ორლეანში და, ცხადია, NBA-ს ფინალზე ვერც იოცნებებდა, ახლა კი პირველივე სეზონში გახდა ასოციაციის ჩემპიონი. მიუხედავად ამისა, თავიდან, ორლანდოში გამართული საზეიმო ცერემონიალისას, ენტონი არ იყო დარწმუნებული, რომ ლეიკერსში დარჩება: "არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. დიდებული სეზონი მქონდა ლეიკერსში, ახლა კი მხოლოდ ზეიმის დროა. მომავალ თვეებში ამ პრობლემას მოვაგვარებთ, 100%-ით დარწმუნებული ვარ", - თქვა მაშინ მძიმე ფორვარდმა. 

შარანიას მტკიცებით, დევისის გადაწყვეტილებაზე იმ ფაქტმა იმოქმედა დადებითად, რომ ენტონის ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ლებრონ ჯეიმსთან, რომელიც ენტონის ლოს ანჯელესში მიწვევის მთავარი ინიციატორი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები