- მაკედონიელებს შეტევის გაძლიერება MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელით სურთ
- დენი მუსოვსკი ლოს ანჯელესის თავდამსხმელია
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები შემადგენლობის გაძლიერებას ნატურალიზაციის გზით ცდილლობს. gol.mk-ს ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი ამერიკულ MLS-ის ბინადარ ლოს ანჯელესის ფეხბურთელს, დენი მუსოვსკის ამ საკითხზე ელაპარაკა.
24 წლის თავდამსხმელი აშშ-ში დაიბადა, თუმცა მაკედონიური წარმოშობა აქვს და მისი ნატურალიზებაც შესაძლებელია. ანგელოვსკის სურს, რომ მუსოვსკი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის უკვე ნაკრებში ჰყვადეს.
"მუსოვსკისთან კონტაქტი გვაქვს, პირადად ვესაუბრე, რომ გამეგო, აქვს თუ არა ჩვენთან თამაშის სურვილი. მითხრა, რომ გარვეული დრო დასჭირდება მოსაფიქრებლად. ის ჩემთვის საინტერესო ფეხბურთელია", - თქვა ანგელოვსკიმ.
📋 მეტი ამ თემაზე:
- 'ჩვენი ბრალია' - რა თქვა ვაისმა მაკედონიასთან მატჩის შემდეგ
- 'არასდროს ვნებდებით' - მაკედონიელთა მწვრთნელმა თამაში შეაფასა
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები და საინტერესო ფაქტები
- '19 წლის ასაკში საოცრად თამაშობს' - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე
- 'მოდი, დავსაჯოთ საქართველო ნოემბერში' - მაკედონიური მედია მატჩზე
- 'თბილისში ჯოჯოხეთურად რთული იქნება' - მაკედონიელი ექსპერტი მატჩის შემდეგ
- 'ემოციებით დატვირთული ვარ' - ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებში სადებიუტო გოლზე
- ‘კონტაქტი საერთოდ არ ჩანს’ - ლაშა სილაგავა მთავარ მომენტს განმარტავს
დენი მუსოვსკის მთელი კარიერა აშშ-ში აქვს გატარებული, ლოს ანჯელესში კი მიმდინარე წელს გადავიდა და MLS-ში 11 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]
კომენტარები