Thumbnail
  • ოთარ კაკაბაძეს კუნთის დაზიანება აქვს
  • უცნობია, რა პერიოდი გაუცდება 25 წლის მცველს

საქართველოს ნაკრებისა და ტენერიფეს მცველი ოთარ კაკაბაძე ტრავმის გამო ესპანურ კლუბს უახლოეს შეხვედრაში (18 ოქტომბერს) ხიხონის სპორტინგთან ვერ დაეხმარება. ქართველ ფეხბურთელს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც კუნთის დაზიანება აჩვენა.

კაკაბაძემ დაზიანება საქართველო-ბელარუსის შეხვედრაში მიიღო და ეროვნულ გუნდს სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებშიც ვერ დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია ის პერიოდი, რომლის გამოტოვებაც 25 წლის განაპირა მცველს მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე ტენერიფეში დაახლოებით 1 თვის წინ გადავიდა და ესპანურ გუნდში დებიუტი 3 ოქტომბერს, მალიორკასთან (0:2) წაგებულ მატჩში ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები