Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

იგორ ანგელოვსკი (ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი)

"ამ მატჩმა აჩვენა, რომ მაკედონია არასდროს ნებდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 ფეხბურთელით ნაკლები გვყავდა. ამ მეტოქესთან ამას შევეჩვიეთ, რადგან პირველ შეხვედრაშიც ასე იყო. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ხასიათი და რომ ეროვნულ გუნდში ყველა ბოლომდე იბრძის.

სამი მატჩის ჩატარება ასეთ მოკლე პერიოდში ადვილი არ არის, თუმცა ორივე მიზანს მივაღწიეთ - კოსოვო დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვიბრძვით, გარდა ამისა, ერთა ლიგის ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე ვართ."

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში 4 ტურის თავზე ჩრდილოეთ მაკედონიას და საქართველოს 6-6 ქულა აქვთ და ლიდერობას ინაწილებენ. სომხეთის ნაკრებს 5, ხოლო ესტონეთს 2 ქულა აქვს. კონკრეტულად ერთა ლიგის მომდევნო ტურში 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები სომხეთს, ჩრდილოეთ მაკედონია კი ესტონეთს უმასპინძლებს.

12 ნოემბერს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩია - თბილისში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვებული ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები