Thumbnail

ეს თამაში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალის გენერალური რეპეტიციაა!

საქართველოს ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება - ეს გახლავთ ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩი. 3 ტურის შემდეგ ჯგუფში მაკედონია და საქართველო პირველ და მეორე ადგილებს 5-5 ქულით იყოფენ, მესამეა სომხეთი (4 ქულით), მეოთხე კი - ესტონეთი (1). შესაბამისად, დღევანდელი მატჩი ფაქტობრივად გადამწყვეტი ბრძოლაა ჯგუფში პირველი ადგილისთვის.

ქალაქ სკოპიეს "ტოდორ პროესკის" სახელობის სტადიონი
📸 | ფოტო: სფფ

ამ წუთებში გუნდების ძირითადი შემადგენლობები გაირკვა. საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით თამაშობს: სხვადასხვა მიზეზებით არ არიან ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, კაპიტანი ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.

ძირითად შემადგენლობაში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რაც ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ასევე სათადარიგოთა სკაზეა ლევან შენგელიაც, რომელსაც ბევრი ძირითადში მოიაზრებდა. მაკედონია და საქართველო თამაშს ამ შემადგენლობებით იწყებენ:

ჩრდ. მაკედონია (3-4-2-1): დიმიტრევსკი - ზაიკოვი, ველკოსკი, რისტევსკი - რისტოვსკი, ნიკოლოვი, კოსტადინოვი, ალიოსკი - პანდევი, ტრიჩკოვსკი - ნესტოროვსკი.

საქართველო (4-2-3-1): ლორია - ჯიღაური, კვერკველია, ტაბიძე, დვალი - დაუშვილი, კვეკვესკირი - გვილია, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩიც მაკედონიასთან ექნება - ოღონდ უკვე თბილისში და ეს იქნება ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში!  ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში გორან პანდევს და კომპანიას 12 ნოემბერს უმასპინძლებს. და ამ გადამწყვეტი მატჩის შემდეგ იქნება ერთა ლიგის დარჩენილი 2 შეხვედრა - სომხეთთან და ესტონეთთან.

კომენტარები

ბოლო ამბები