- COVID 19-ზე დადებითი ტესტი ამერიკელ ლეგიონერ უესტონ მაკკენის აღმოაჩნდა
- ტურინული კლუბი მთელი შემადგენლობით ნაწილობრივ იზოლაციაში გადავიდა
- მესის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა! ინფიცირებული რონალდო ტურინში მიდის
ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველი უესტონ მაკკენი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
“გაცნობებთ, რომ ტესტების შედეგად, რომლებიც მოქმედი პროტოკოლით არის გათვალისწინებული, უესტინ მაკკენის COVID 19-ზე დადებითი შედეგი აღმოაჩნდა. რეგლამენტის თანახმად, დღეს საღამოს გუნდი ნაწილობრივ იზოლაციაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არაინფიცირებული ფეხბურთელები ვარჯიშებსა და მატჩებს ჩვეულებრივ ჩაატარებენ, თუმცა, მათ გარეშე პირებთან კონტაქტი აკრძალული ექნებათ”.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კორონავირუსი იუვენტუსის ლიდერს – პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოსა და 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელ ლამბერტო ძაულის დაუდასტურდათ. რაც შეეხება მაკკენის, ის ტურინულ კლუბში აგვისტოში გელზენკირხენის შალკედან გადაბარგდა და იუვეში იჯარის წესით თამაშობს.
კომენტარები