Thumbnail

'ბებერი ცოლ-ქმარივით ვართ' - სერხიო აგუერომ ლიონელ მესის დასცინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ინგლისური მანჩესტერ სიტისა და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ მისი და ბარსელონას ვარსკვლავ ლიონელ მესის თანაცხოვრებაზე ისაუბრა და თანაგუნდელზე ირონიულi კომენტარი გააკეთა. ცნობისთვის, აგუერო და მესი სანაკრებო შეკრებების დროს ერთ ოთახში ცხოვრობენ, ამდენად, სერხიოს მოსაგონარი მართლაც ბევრი ექნება. მისი კომენტარი Dailymail-მა გაავრცელა:

“ჩვენ ბებერი ცოლ-ქმარივით ვართ. მესი ძალიან მოსაწყენი ადამიანია. მე ყოველთვის ჩართულ ტელევიზორთან ერთად ვიძინებ, ის კი დილას ამისთვის მსაყვედურობს. წარმოიდგინეთ, სასტუმროში 19:30 საათზე ვბრუნდებით და 21:00 საათზე ვახშამი გვაქვს. ცხადია, მანამდე ბევრი დროა, თუმცა, ლეო მაშინვე შხაპს იღებს და უკვე დაბლა ჩასასვლელადაა მზად. ამ დროს მე კიდევ ტრუსებში ვზივარ და ტელეფონში ვარ ჩართული. გადის მცირე დრო და ის იწყებს: “ცხრაზე ვახშამი გვეწყება, სულ რაღაც ნახევარი საათი რჩება”. მე ყურადღებას არ ვაქცევ და ის განაგრძობს: “10 წუთი დარჩა, სულ როგორ უნდა ვაგვიანებდეთ. უკვე 1 საათია ნომერში ვზივართ!”. მზადებას სწორედ ამის შემდეგ ვიწყებ. მესის დაგვიანება ძალიან არ უყვარს”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ბოლივიას ესტუმრა და 2:1 მოიგო. მესი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად ითამაშა, აგუერო კი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

📺 ბოლივია 1:2 არგენტინა

კომენტარები

ბოლო ამბები