Thumbnail
  • უკრაინა 1:0 ესპანეთი | გერმანია 3:3 შვეიცარია
  • ექვსგოლიანი თრილერი კიოლნში, 10 ათასი მაყურებელი კიევში

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-4 ჯგუფში მეორე წრე სენსაციური გამოდგა - ესპანეთის ნაკრები უკრაინაში 0:1 დამარცხდა ანდრეი შევჩენკოს უკრაინასთან, მაგრამ მაინც ჯგუფის ლიდერად დარჩა, რადგან გამარჯვება ვერ მოახერხა ვერც გერმანიამ, მეტიხ იოახიმ ლიოვის გუნდი სერჟ გნაბრის გოლმა შვეიცარიასთან მარცხისგან იხსნა - 3:3. 

ესპანელთა კარში გადამწყვეტი გოლი უკრაინელთა ტალანტმა ციგანკოვმა გაიატანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა. სხვათა შორის, "ოლიმპიისკიზე" მატჩს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც მსოფლიოში დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, სოლიდური რაოდენობაა. ესპანეთის ნაკრებმა უკრაინასთან ისტორიაში პირველად წააგო (აქამდე 7-ჯერ შეხვდნენ, ბოლო 6 მატჩი მოიგეს, ხოლო ბოლო ხუთ მატჩში გოლიც არ გაუშვიათ). 

14 ნოემბერს ბოლოადგილოსანი შვეიცარია (2 ქულა) ლიდერ ესპანეთს (7) უმასპინძლებს. 6-6 ქულა აქვთ გერმანიასა და უკრაინას, რომლებიც ერთმანეთს გერმანიაში დაუპირისპირდებიან. 

უკრაინა 1:0 ესპანეთი 

გოლი: 1:0 ციგანკოვი 76'

გერმანია 3:3 შვეიცარია

გოლები: 0:1 გავრანოვიჩი 5', 0:2 ფროილერი 26', 1:2 ვერნერი 28', 2:2 ჰავერტცი 55', 2:3 გავრანოვიჩი 57', 3:3 გნაბრი 60'

კომენტარები

ბოლო ამბები