Thumbnail

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეში დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას თორნიკე ოქრიაშვილი ვერ მიიღებს, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს და მისი თამაში გამორიცხულია. გარდა ამისა, ნაკრებს ჯაბა კანკავაც დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 5-5 ქულით ჩრდ. მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 4, ესტონეთს კი 1 ქულ აქვს. უახლოესი დაპირისპირება გენერალური რეპეტიცია იქნება ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის, რომელიც 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება და საქართველო სწორედ მაკედონიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები