Thumbnail

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა შემადგენლობა დაასახელა საშემოდგომო ტესტ-მატჩებისთვის, რომლებშიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრაც მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ “ნარშავები” “ბორჯღალოსნებს” 23 ოქტომბერს “მარიფილდზე” დაუხვდებიან, 31 ოქტომბერს კი ლანელიში უელსთან 6 ერის გასული სეზონის გადადებული შეხვედრა უწევთ. უკვე ამის შემდეგ სტარტს ექსპერიმენტული “შემოდგომის ერთა თასიც” აიღებს, სადაც B ჯგუფში შოტლანდიელების მეტოქეები საფრანგეთი, იტალია და ფიჯი იქნებიან.

თაუნსენდის მიერ დასახელებულ გაფართოებულ რაზმში 3 ახალბედაა: გლაზგო უორიორსის კვაჭი ოლი კებლე, ედინბურგის გარემარბი დუან ვან დერ მერვე და ჰარლექვინსის 9 ნომერი სკოტ სტილი. შემადგენლობაში 23 ფორვარდი და 17 ბექია, რასინგის მგეზავ ფინ რასელს კი, მოახლოებულ მატჩებში 50-ე კეპის მითვლის შანსი ექნება.

გრეგორ თაუნსენდი: “უპრეცენდენტოდ ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქმეში დაბრუნებას მოუთმენლად ველით. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ წლის დასაწყისში 6 ერის მატჩებისას თამაშიდან თამაშმდე ვუმატებდით და კარგ დონეზე გავდიოდით. ეს იმპულსი საქართველოსთანა და უელსთან შეხვედრებშიც უნდა შევინარჩუნოთ, რათა “შემოდგომის ერთა თასს” სათანადოდ მომზადებულენი შევხვდეთ. ჩემს მიერ შერჩეულ შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა და ვეცდები, მათ თავის გამოჩენის შანსი მივცე”.

შოტლანდიის შემადგენლობა საქართველოსთან

ფორვარდები: საიმონ ბერგანი, ჯეიმი ბათი, გრანტ გილკრისტი, ნიკ ჰეინინგი, სტუარტ მაკკინალი, ვილემ ნელი, ჯეიმი რიტჩი, რორი საზერლენდი, ბენ ტულისი, ჰემიშ უოტსონი (ყველა – ედინბურგი), ფრეიზერ ბრაუნი, სკოტ კამინგსი, მეტ ფაგერსონი, ზანდერ ფაგერსონი, რიჩი გრეი, რობ ჰარლი, ოლი კებლე, ჯორჯ ტერნერი (ყველა – გლაზგო უორიორსი), ბლეი ქოუენი (ლონდონ აირიში), კორნელ დუ პრიზი (ვორჩესტერ უორიორსი), ჯონი გრეი, სემ სკინერი (ორივე – ექსეტერ ჩიფსი), ბლეიდ ტომპსონი (სკარლეტსი).

ბექები: დარსი გრეჰემი, დამიენ ჰოილანდი, ბლეირ კინგჰორნი, დუან ვან დერ მერვე (ყველა – ედინბურგი), ნიკ კრიგი, ადამ ჰასტინგსი, ჯორჯ ჰორნი, სემ ჯონსონი, ჰიუ ჯოუნსი, ალი პრაისი (ყველა – გლაზგო უორიორსი), კრის ჰარისი (გლოსტერი), სტუარტ ჰოგი (კაპ. ექსეტერ ჩიფსი), ჯეიმს ლანგი, სკოტ სტილი (ორივე – ჰარლიქვინსი), შონ მეიტლენდი (სარასენსი), ფინ რასელი (რასინგი).

კომენტარები

ბოლო ამბები