Thumbnail

როლან გაროსი | მაგარი ფინალი - ჯოკოვიჩმა ციციპასი დაამარცხა და ნადალს ეთამაშება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

როლან გაროსის ნახევარფინალის მესამე სეტში მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს მატჩ პოინტი ჰქონდა, რომელიც სერბმა გაანიავა, ასე გაგრძელდა მისი მატჩი მე-5 ნომრად განთესილ სტეფანოს ციციპასთან (საბერძნეთი, 6), რომელმაც 4 საათი გასტანა. ხუთსეტიანი მომქანცველი ორთაბრძოლის ბოლოს გამარჯვებული მაინც "ნოლე" დარჩა - 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1. ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალში ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ შევინარჩუნე სიმშვიდე, მიუხედავად მესამე და მეოთხე სეტების წაგებისა. ვგრძნობდი, რომ თამაშს მაინც მე ვაკონტროლებდი. ვფიქრობ, მეხუთე სეტის დასაწყისისთვის ციციპასს დაღლა შეეტყო". 

ამ ორი ჩოგბურთელის დუელის ისტორია 2006 წელს დაიწყო და თანამედროვე ჩოგბურთში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად მიიჩნევა. წინა 55 დაპირისპირებიდან 29 ჯოკოვიჩმა მოიგო, 26 ნადალმა, თუმცა დიდი სლემის მატჩებში ნადალი წინ არის - 9:6. ფინალებში ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 26-ჯერ შეხვდნენ, სერბი იგებს - 15:11. რაც შეეხება როლან გაროსს, აქ ნადალის უპირატესობა აშკარაა - 6:1. 

📺 ჯოკოვიჩი v ციციპასი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები