Thumbnail
  • რაფაელ ნადალი 6:3, 6:3, 7:6 (7:0) დიეგო შვარცმანი
  • 34 წლის ესპანელი 'როლან გაროსის' ფინალში მე-13-ედ გავიდა

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი არგენტინელ დიეგო შვარცმანს (14) შეხვდა და 6:3, 6:3, 7:6 (7:0). ესპანელი ფინალშია და ჯოკოვიჩი-ციციპასის მატჩის გამარჯვებულს ელის. 

ნადალმა ამით არცთუ დიდი ხნის წინათ, რომის მარცხისთვის შური იძია არგენტინელ ჩოგბურთელზე, რომელმაც პარიზში სენსაციურად დაამარცხა დომინიკ ტიმი (თუმცა ბრძოლას 5 საათი შეალია). 

ნადალისა და შვარცმანის ორთაბრძოლა სამ საათზე მეტს გაგრძელდა, არგენტინელმა ბრწყინვალედ ითამაშა, საქმე ტაი ბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ იქ ჩაფლავდა - 0:7. რაფა როლან გაროსის ფინალში კარიერაში მე-13-ედ გავიდა, ეს მან ზედიზედ მეოთხედ მოახერხა. 

📺 ნადალი v შვარცმანი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები