Thumbnail

თუ საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა, უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომელ ჯგუფში მოხვდება!

ეს იქნება C ჯგუფი, რომელშიც შარშან გამართულ წილისყრაზე ნიდერლანდების, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო სწორედ ამ ჯგუფში მოხვდება. მატჩები ბუქარესტსა და ამსტერდამშია დაგეგმილი.

იყო შანსი, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებული სიკვდილის ჯგუფში მოხვედრილიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რუმინეთი პლეი ოფის A გზას მოიგებდა. ამ შემთხვევაში საქართველო ტურნირზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში გადაინაცვლებდა, სადაც გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი არიან. მაგრამ რუმინეთი ისლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სომხეთთან გამართავს. თამაში კვირას 20:00 საათზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება. უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფს საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, ხოლო სომხეთის ნაკრებს 3 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები