Thumbnail

ლონდონის არსენალის ნახევარმცველი მესუთ იოზილი მზად არის კლუბიდან დათხოვნილ ცნობილ მასკოტს, ‘განერზავრს’ ხელფასი თავად გადაუხადოს თუ კლუბი მას სამსახურში დააბრუნებს. ამის შესახებ გერმანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მესუთ იოზილი: "მოწყენილი ვიყავი, ჯერი ქუის, ანუ ჩვენი ცნობილი და ერთგული თილისმის, ‘განერზავრის’, სამსახურიდან გაშვების გამო, რომელიც ჩევენი კლუბის განუყოფელი ნაწილი იყო 27 წლის განმავლობაში. ვთავაზობ არსენალს, რომ დააბრუნონ ჯერი სამსახურში და სანამ არსენალის ფეხბურთელი ვიქნები, ხელფასს მე გადავუხდი. ჯერი გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას, რომელიც ასე ძალიან უყვარს".

შეგახსენებთ, რომ ჯერი კუი არსენალში 27 წელი მუშაობდა და გულშემატკივრებს ართობდა. ის შემცირებაში მას შემდეგ მოხვდა, რაც არსენალს კორონავირუსის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა და კლუბი იძულებული გახდა, სამსახურიდან რამდენიმე ადამიანი გაეშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები