Thumbnail

ტრანსფერები | ბაიერნმა ბენფიკას ტალანტიც წაიყვანა და ტრუას მარცხენა მცველიც

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

დუგლას კოშტას, ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგის და ბუნა სარის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნმა სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა: რეკორდმაისტერის მეოთხე ახალწვეული ლისაბონის ბენფიკას უნიჭიერესი ნახევარმცველი ტიაგო დანტასია.

19 წლის პორტუგალიელი მიუნხენში ერთ სეზონს, იჯარით გაატარებს და ბაიერნს ზაფხულში მისი გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლება. დანტასი თავიდან მეორე გუნდში იქნება, მაგრამ გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიული გრანდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მას პირველი გუნდისთვის განიხილავს. ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეების შემდეგ, ფლიკს ახალი ცენტრალური ნახევარმცველიც აუცილებლად სურდა.

ტიაგო დანტასი დიდ ტალანტად მიიჩნევა

პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი 2018 წლიდან ბენფიკა B-ს წევრია. 2018/2019 წლების სეზონში დანტასმა UEFA Youth League-ში ბაიერნის U19 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და რეკორდმაისტერის სკაუტებს სწორედ მაშინ მოაწონა თავი. მომდევნო სეზონში მან გუნდი კაპიტნის რანგში ფინალში გაიყვანა. ჯამში Youth League-ის 16 თამაშში მან 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ასევე: ბაიერნმა ფრანგული ტრუადან 19 წლის მარცხენა მცველი რემი ვიტაც გადაიბირა, ოღონდ ეს უკანასკნელი მეორე გუნდისთვის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები