Thumbnail
  • პორიე-მაკგრეგორის ბრძოლა 12 დეკემბრისთვის იგეგმება
  • დასტინ პორიე ოფიციალურად თანახმაა, ჯერი კონორზეა

კონორ მაკგრეგორის გეგმების შესახებ დაზუსტებით ისევ არაფერია ცნობილი. განიხილება როგორც მისი საკრივო შეხვედრა მენი პაკიაოსთან, ასევე UFC-ში დაბრუნება.

ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტს დასტინ პორიე-კონორ მაკგრეგორის შესაძლო ჩხუბზე საუბრობენ. კონორმა განაცხადა, რომ პორიესთან ჩხუბს 2020 წლის 12 დეკემბერს გამართავს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა. მეტიც, არ არის ცნობილი ამ ბრძოლის სტატუსი. არ არის გამორიცხული, ეს მხოლოდ საჩვენებელი შეხვედრა იყოს საქველმოქმედო მიზნებით.

ამ ჩხუბის შესახებ გუშინ დანა უაითმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლის გამართვა რეალურია და ის ორივე მხარეს უკვე შესთავაზა. სავარაუდოდ, ის დეკემბერში ან იანვარში ჩატარდება. დასტინ პორიემ თანხმობა UFC-ს უკვე ოფიციალურად განუცხადა. ახლა მაკრეგორის ჯერია, რომ ბრძოლა დაადასტუროს. 

კონორის გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პაკიაოსთან ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, თუმცა არც ის არის ცნობილი, მხარეები კრივში დაპირისპირებაზე რამდენად მოილაპარაკებენ.

წესით, კონორი უახლოეს თვეებში უნდა დაბრუნდეს. აქამდე მან დანა უაითს რამდენჯერმე უსაყვედურა, რომ UFC მას საინტერესო ბრძოლებს ვერ სთავაზობდა. ახლა ირლანდიელს პორიეს შეთავაზება უკვე ოფიციალურად აქვს.

ამ მებრძოლების ჩხუბი 2014 წელსაც გაიმართა და მაკგრეგორმა პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები