Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძის გოლი და საგოლე პასი უიპეშტთან
  • გიორგი ბერიძემ ფეჰერვარს გაუტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ გოლები გაიტანეს. ზივზივაძის ფეჰერვარმა ბერიძის უიპეშტს უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა, ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ბერიძემ 66-ე წუთიდან ითამაშა.

ზივძივაძემ 66-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა, ორ წუთში კი ნიკოლოვს საგოლე პასიც გაუკეთა. ქართველმა ფორვარდმა 73-ე წუთამდე ითამაშა. ამ სეზონში ეს მისი მე-2 გოლია. უიპეშტში დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელმაც სტუმართა შორის ერთადერთი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე გიორგიმ ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა და მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.

ფეჰერვარი 5 ტურის შემდეგ 11 ქულით პირველ პოზიციაზეა, ხოლო უიპეშტს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-9 ადგილზეა.

📺 ვიდეო: ბუდუ ზივზივაძის და გიორგი ბერიძის გოლები

კომენტარები

ბოლო ამბები