Thumbnail
  • პარი სენ-ჟერმენმა მოიზე კინი ინათხოვრა
  • იტალიელმა ფრანგებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ლივერპულის ევერტონის თავდამსხმელი მოიზე კინი კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. 20 წლის იტალიელი პარიზელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფრანგული გუნდის ღირსებას დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს და კინს 2021 წლის ზაფხულში ინგლისში დაბრუნება მოუწევს.

კინის დაბრუნებით დიდი ხნის განმავლობაში იუვენტუსი იყო დაინტერესებული, სადაც მისი კარიერა დაიწყო, თუმცა, გარიგება ჩაიშალა და ფეხბურთელი პარიზში გადავიდა. მოიზე კინმა "ბებერ ქალბატონში" 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 2019 წელს კი 27.5 მილიონ ევროდ ევერტონში გადავიდა.

ინგლისში მან მოლოდინი ვერ გაამართლა მიუხედავად იმისა, რომ თანამემამულის, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით უწევდა თამაში. ევერტონის შემადგენლობაში მოიზე კინმა 38 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები