- ვსტრიის ჩემპიონატში შტურმმა ალტახი გაანადგურა
- კიტეიშვილმა 73 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში წვლილი გოლით შეიტანა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში გრაცის შტურმის ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა ალტახის წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.
კიტეიშვილმა 41-ე წუთზე, იაკობ იანსტერის პასით შეძლო მეტოქის კარის აღება და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში. 24 წლის ოთარი მოედანზე 73-ე წუთამდე იყო.
რაც შეეხება შეხვედრას: შტურმი დიდ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვების მოპოვება იოლად მოახერხა (4:0). ეს გრაცელთა პირველი მოგებაა სეზონში და გუნდი 6 ქულით მე-6 ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 24 ოქტომბერს, რიდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარები