Thumbnail
  • ლვოვის ქართველი მთავარი მწვრთნელი საქმიანობას დაუბრუნდა
  • ცეცაძის გუნდი პირველი ქულების მოპოვებას დერბიში შეეცდება

გია ცეცაძეძ კორონავირუსი დაამარცხა. უკრაინული ლვოვის ქართველი მთავარი მწვრთნელი, რომელიც COVID-19-ის ტესტზე მიღებული დადებითი პასუხის შემდეგ, 23 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, საქმიანობას დაუბრუნდა. 

ცეცაძემ განმეორებით ტესტირება 1-ელ ოქტომბერს გაიკეთა და პასუხი უარყოფითი მიიღო. 46 წლის სპეციალისტმა, რომელიც თავს კარგად გრძნობს, ლვოვის გუნდში ვარჯიშიც ჩაატარა. 3 ოქტომბერს, ჩემპიონატის მე-5 ტურში, ცეცაძის გუნდი დერბიში რუხს დაუპირისპირდება. 

ლვოვმა ცეცაძის გარეშე უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ზორიასთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (0:5). თამაშის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული კლუბი ქართველ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით კლუბში ეს ხმები უარყვეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, გორის დილას, სამტრედიისა და საბურთალოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლვოვში 2019/20 წლების სეზონის მიწურულს, ივნისის ბოლოს დაინიშნა. მიმდინარე სეზონში ლვოვმა ოთხივე მატჩი წააგო - სამი ჩემპიონატში და ერთიც თასზე.

კომენტარები

ბოლო ამბები