Thumbnail

ხვიჩამ რუსეთი შესაძლოა ზამთარშივე დატოვოს - კვარაცხელიამ თერიმი დააინტერესა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით თურქული გალათასარაი დაინტერესდა
  • 19 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს გუნდის თავკაცი ფათიჰ თერიმი ითხოვს
  • ყაზანის რუბინი ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს იოლად არ დათმობს

თურქული გალათასარაი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ Metaratings წერს, რომლის ცნობით,  ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის დამატება პირადად სტამბოლის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა მოითხოვა.

წყარო წერს, რომ გალათასარაი ხვიჩას ტრანსფერის განხორციელებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება. 

თავის მხრივ, რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩას გაყიდვის შესაძლებლობაზე კომენტარი "სპორტს ექსპრესთან" საუბრისას გააკეთა. 

"ამ პოზიციაზე ბაკაევი, კვარაცხელია და მაკაროვი გვყავს. როგორ ვითამაშებთ? ჩემპიონატი სულ ახლახან დაიწყო. რა თქმა უნდა, არცერთ ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით წინადადების განსახილველად მზად არ ვართ".

67 წლის თერიმს გალას გარდა, თურქეთის ნაკრები, მილანი და ფიორენტინა გაუწვრთნია

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც მოსკოვის ლოკომოტივში გატარებული 6-თვიანი პერიოდის შემდეგ გადაბარგდა და კლუბტან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა ყაზანური გუნდის მაისურით ყველა ტურნირის 9 მატჩში ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. 

ხვიჩა გამოარჩეული არამხოლოდ რუბინში, რუსეთის მთელ ლიგაშია

პორტალი Transfermarkt ხვიჩას საბაზრო ღირებულებას 4,5 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ფეხბურთელის რეალური ფასი გაცილებით დიდია. 

კომენტარები

ბოლო ამბები