Thumbnail

ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-6 ტურში ჟორჟ მიქაუტაძის სერენმა შინ 6:1 გაანადგურა აუტსაიდერი კლუბ ბრიუგე და ლიდერობა განიმტკიცა. ქართული წარმოშობის ფრანგმა ფორვარდმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა, მან გოლები 38-ე, 48-ე და 52-ე წუთებზე გაიტანა. მასპინძელთა პირველი გოლიც მას მერე გავიდა, რაც ბურთი, რომელიც კარს ცდებოდა, ჟორჟს ზურგში მოხვდა, მაგრამ, რატომღაც, ეს გოლი მიქაუტაძეს არ ჩაუთვალეს. 

ეს მიქაუტაძს მესამე ჰეთ ტრიკია (!) სეზონში. პირველი გოლი რომ ჩაეთვალათ, ჟორჟისთვის ეს მეორე პოკერი იქნებოდა. ბუნებრივია, ის 12 გოლით (6 თამაშიდან) ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.სერენი ჩემპიონატს სანაკრებო პაუზის შემდეგ განაახლებს, 18 ოქტომბერს RWDM-ს ესტუმრება. მანამდე კი თაზე, 11 ოქტომბერს ქვედა ლიგის ბლანკენბერგს შეხვდება.

📺 ჟორჟ მიქაუტაძის ჰეთ თრიკი კლუბ ბრიუგესთან

ჟორჟ მიქაუტაძე ერთწლიანი იჯარით თამაშობს სერენში, თუმცა ზამთარში მეცს მისი დაბრუნება შეუძლია. მიქაუტაძემ უკვე მოასწრო ლიგა 1-ში დებიუტი. ის მეცს 2023 წლამდე ეკუთვნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები