Thumbnail

ჩაკვეტაძე ჰოფენჰაიმთან, ნინუა გრანადასთან - ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპალიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ტურნირში მონაწილე ქართველი ლეგიონერების გუნდების მეტოქეები ცნობილია

ნიონში უეფას ევროპალიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის ამ ეტაპზე გასული 48 გუნდი, კოეფიციენტების მიხედვით, წინასწარ ოთხ კალათაში გადანაწილდა, წილისყრის შედეგად კი 12 ჯგუფი შედგა.

ევროპალიგაზე 5 ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს. გიორგი ჩაკვეტაძის გენტს მეტოქეებად ჰოფენჰაიმი, ცრვენა ზვეზდა და სლოვანი ერგო, ნიკა ნინუას პაოკ-ი პსვ-ს, გრანადასა და ომონიას შეხვდება, ნიკა კაჭარავას ლეხის მეტოქეები ბენფიკა, სტანდარდი და რეინჯერსი არიან, ხოლო გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერი მოსკოვის ცსკა-ს, ზაგრების დინამოსა და როტერდამის ფეიენოორდის წინააღმდეგ ითამაშებს.

A ჯგუფი: რომა (იტალია), იანგ ბოიზი (შვეიცარია), კლუჟი (რუმინეთი), ცსკა (ბულგარეთი)

B ჯგუფი: არსენალი (ინგლისი), რაპიდი (ავსტრია), მიოლდე (ნორვეგია), დანდალკი (ირლანდია)

C ჯგუფი: ლევერკუზენი (გერმანია), სლავია (ჩეხეთი), ჰაპოელი (ისრაელი), ნიცა (საფრანგეთი)

D ჯგუფი: ბენფიკა (პორტუგალია), სტანდარდი (ბელგია), რეინჯერსი (შოტლანდია), ლეხი (პოლონეთი)

E ჯგუფი: პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), პაოკ (საბერძნეთი), გრანადა (ესპანეთი), ომონია (კვიპროსი)

F ჯგუფი: ნაპოლი (იტალია), სოსიედადი (ესპანეთი), ალკმაარი (ნიდერლანდები), რიეკა (ხორვატია) 

G ჯგუფი: ბრაგა (პორტუგალია), ლესტერი (ინგლისი), აეკ (საბერძნეთი), ზორია (უკრაინა)

H ჯგუფი: სელტიკი (შოტლანდია), სპარტა (ჩეხეთი), მილანი (იტალია), ლილი (საფრანგეთი)

I ჯგუფი: ვილიარეალი (ესპანეთი), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), მაკაბი (ისრაელი), სივასპორი (თურქეთი)

J ჯგუფი: ტოტენჰემი (ინგლისი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ლასკი (ავსტრია), ანტვერპენი (ბელგია)

K ჯგუფი: ცსკა (რუსეთი), დინამო (ხორვატია), ფეიენოორდი (ნიდერლანდები), ვოლფსბერგერი (ავსტრია)

L ჯგუფი: გენტი (ბელგია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ჰოფენჰაიმი (გერმანია), სლოვანი (ჩეხეთი)

საუკეთესო ფეხბურთელი - რომელუ ლუკაკუ

ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ მილანის ინტერის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დაასახელეს. ბელგიელმა ევროპალიგის გასულ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

ლუკაკუს ინტერი წინა სეზონში ფინალში დამარცხა

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი 22 ოქტომბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. პლეი ოფის სტადია სტარტს 2021 წლის 18 თებერვალს აიღებს, ხოლო ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები