Thumbnail
  • სფფ-ში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართა
  • თასის ფინალში მასპინძლის სტატუსს სამგურალი-ჩიხურას წყვილში მოგებული მიიღებს 

2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2-დან ორი-ორი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

სამგურალი V ჩიხურა

გაგრა V საბურთალო

წილისყრაზე ასევე გაირკვა 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძელი. ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს სამგურალსა და საჩხერის ჩიხურას წყვილში გამარჯვებული გუნდი ჩაატარებს. 

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრების გამართვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები