Thumbnail

მარკ გასოლის ტრანსფერი ბარსელონას ევროლიგის უპირობო ფავორიტად აქცევს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ამერიკული და ესპანური მედია მარკ გასოლის ტრანსფერზე წერს
  • 35 წლის ცენტრის ევროპაში დაბრუნება ალბათ მალე დადასტურდება

მარკ გასოლმა ბარსელონასთან შეთანხმებას მიაღწია და კარიერას ევროპაში გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაცია Sports Illustrated-მა, ესპანელ ინსაიდერებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ბარსელონას ცენტრის პოზიციაზე გაძლიერება სჭირდებოდა. როგორც ირკვევა, 35 წლის გასოლმა კატალონიურ გრანდს აგრძნობინა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავდა.

წინა სეზონი გასოლმა ტორონტო რეპტორსში გაატარა. 2020-ის პლეი ოფში გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, ბოსტონთან დამარცხდა. მარცხის შემდეგ გასოლმა თქვა, რომ სახლში დაბრუნება და ოჯახის ნახვა სურდა.

გასოლმა ტორონტოში ორი სეზონი გაატარა, 70 თამაშში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 8,1 ქულას, 6,4 მოხსნას და 3,5 პასს აგროვებდა. 2018/2019 წლების სეზონში რეპტორსი ისტორიაში პირველად გახდა NBA-ს ჩემპიონი.

ბარსელონა მარკ გასოლის გარეშეც ევროლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა და თუ ეს ტრანსფერი დადასტურდა, შეიძლება ითქვას, რომ შარუნას იასიკიავიჩუსის გუნდი ტურნირის უპირობო ფავორიტი იქნება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს ფინალს?

  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • მაიამი ჰიტი

 

კომენტარები

ბოლო ამბები