- ოვიედოს სანაკრებო პაუზის პერიოდში ხიხონთან ასტურიული დერბი უწევს
- 'მიზანი ლა ლიგაა' - გიორგი აბურჯანია ოვიედოზე გაკეთებულ არჩევანზე
- ბელარუსთან მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია!
ესპანური პრიმერას ოვიედოს გიორგი აბურჯანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოშვება არ სურს. ამის შესახებ eldesmarque.com წერს, რომლის ცნობით, ოვიედო, რომელსაც ოქტომბერში სანაკრებო პაუზის პერიოდში ასტურიული დერბი ელის ხიხონთან, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას ყველანაირად შეეცდება.
ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 ოქტომბერს, თბილისში, ევრო 2020-ის პლეი ოფის ½-ფინალში ბელარუსს უმასპინძლებს, 11 და 14 ოქტომბერს კი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში გასვლით მატჩებს სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

აბურჯანიამ ნაკრებთან ერთად მზადება თბილისში 5 ოქტომბერს უნდა დაიწყოს. ორი დღით ადრე ოვიედო ლა ლიგა 2-ის მე-4 ტურში სტუმრად ალბასეტეს ეთამაშება და შესაძლოა, გიორგის დებიუტი ახალ გუნდში სწორედ ამ მატჩში შედგეს. რაც შეეხება ასტურიის დერბის, ოვიედო-ხიხონის მატჩი 11 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ეროვნულ გუნდში გამოძახება, საეჭვოს ხდის აბურჯანიას პრიმერას მე-6 ტურში, ჟირონასთან შეხვედრაში მონაწილეობასაც, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება.
"რეალ ოვიედო ყველანაირად შეეცდება, ხელი შეუშალოს აბურჯანიას ეროვნულ გუნდში წასვლას და შესაძლოა, ის დერბისთვის გუნდში იყოს. თავად აბურჯანიას იმედი აქვს, რომ ოვიედოში დებიუტი ამ უქმეებზე, ალბასეტესთან ექნება.
აღსანიშნავია, რომ რეალ ოვიედო ერთადერთი კლუბი არაა, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გამოდის. დასახელებულ ვადებში წასვა მოუწევს ალმერიას მეკარე გიორგი მაკარიძესა და ტენერიფეს მცველ ოთარ კაკაბაძეს, რომლებიც ასევე არიან ვლადიმირ ვაისის სიაში", - წერს ესპანური საიტი.

გიორგი აბურჯანია, რომლის სატრანსფერო უფლებები სევილიას უკუთვნის, ოვიედოს ღირსებას იჯარით 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს. გიორგიმ წინა სეზონი ენსხედეს ტვენტეში გაატარა, სადაც 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
კომენტარები