Thumbnail
  • 'ამაზე მოსკოვის დინამოს წაგება მეტყველებს'
  • ალექსანდრ ბუბნოვი რუსულ კლუბებს გაუბრაზდა

ყოფილი რუსი ფეხბურთელი, აწ კი საფეხბურთო ექსპერტი ალექსანდრ ბუბნოვი რუსული კლუბების წარუმატებელ ევროსეზონს გამოეხმაურა და მისთვის სამწუხარო დასკვნა გამოიტანა, რომ რუსული პრემიერლიგის საშუალო დონე საქართველოს ჩემპიონატის დონესაც კი ჩამორჩება.

ბუბნოვმა ეს მას მას შემდეგ გაიაზრა, რაც ევროპალიგის გათამაშებას კიდევ ერთი რუსული კლუბი გამოეთიშა. როსტოვის მეტოქე ჰაიფას მაკაბი იყო და რუსებმა პირველებმა გაიტანეს, თუმცა, საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ და შეჯიბრს გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივთან ასეთივე ანგარიშით წააგო მატჩი მოსკოვის დინამომ და ეს ამბავი რუსებმა ძალიან მწარედ გადაიტანეს. აი ბუბნოვის კომენტარიც:

“წლევანდელ ევროსეზონს რუსული კლუბები კატასტროფულად ატარებენ. ეს ჩავარდნაზე მეტია და იმაზე მოწმობს, რომ ჩვენი ჩემპიონატის საშუალო დონე იმაზე დაბალიც კია, ვიდრე ისრაელსა და საქართველოში. ამაზე როსტოვისა და მოსკოვის დინამოს წაგებები მეტყველებს”.

შესაძლოა, ბუბნოვის ეს სიტყვები ვინმესთვის სასიამოვნო მოსასმენი იყოს, თუმცა, მას შემდეგ რაც გუშინ დინამო თბილისს ფარერის კუნძულებზე დაემართა, ქართული ფეხბურთის ვინმესთან და რაიმე უპირატესობაზე საუბარი, ალბათ, უხერხული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები