Thumbnail

Bethesda Xbox Game Studios-ს შეუერთდა: Microsoft-მა კონსოლების ომი მოიგო?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Microsoft-მა ZeniMax Media 7,5 მილიარდ დოლარად შეიძინა
  • The Elder Scrolls, Fallout, Dishonored, DOOM და Bethesda-ს სხვა თამაშები Game Pass-ს დაემატება

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Microsoft კომპანია ZeniMax Media-ს იყიდა და მასში 7,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამ კომპანიის შემადგენლობაში შედის ცნობილი დეველოპერი სტუდია Bethesda Softworks ისეთი კლასიკური თამაშების ავტორია, როგორიცაა: The Elder Scrolls, Fallout, Dishonored, DOOM და სხვა. 

ამ მოულოდნელი ამბის შემდეგ, ჩნდება რამდენიმე კითხვა: რა გეგმები აქვს Microsoft-ს? რისთვის დასჭირდა ZeniMax Media-ს შეძენა? რას ნიშნავს ეს თავად Bethesda-სა და ჩვენი საყვარელი თამაშებისთვის? მოუტანს თუ არა ეს გადაწყვეტილება Microsoft-ს გამარჯვებას ე.წ. ''კონსოლების ომში''?

დღევანდელ სტატიაში, შევეცდებით ამ კითხვებს ვუპასუხოთ.

რა გეგმები აქვს Microsoft-ს? 

 Microsoft-ის კომპანია Xbox Game Studios-ში უკვე 23 დეველოპერი შედის, და, როგორც ჩანს, კორპორაცია ამაზე გაჩერებას არ აპირებს: CNET-თან ინტერვიუში, კომპანიის CEO-მ, სატია ნადელამ განაცხადა, რომ Microsoft სხვა სტუდიების შესყიდვაზეც ფიქრობს. 

ჭორების თანახმად, შესაძლოა, Microsoft დაინტერესებული იყოს WB Games-ის შეძენითაც. ამ საკითხზე WB Games-ის მფლობელ კორპორაცია AT&T-სთან, Microsoft-ის გარდა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ Activision Blizzard, Electronic Arts და Take-Two Interactive, თუმცა, ჯერჯერობით, AT&T-ს გადაწყვეტილება არ მიუღია. 

რას ნიშნავს Microsoft-ის ბრენდში გაერთიანება Bethesda-სთვის?

რა საკვირველია, ამ ამბის გაგების შემდეგ, ყველა გეიმერი ერთსა და იმავეს ფიქრობს: Bethesda-ს თამაშები Xbox-ის  ექსკლუზივი ხომ არ გახდება? ეს, ლოკიგური შეკითხვაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Xbox ექსკლუზივების საკითხში, PS5-ს საკმაოდ ჩამორჩება. თუმცა, Microsoft-სა და Sony-ს სხვადასხვა სტრატეგიები აქვთ: Microsoft-ში, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, დაახლოებით, სამი წელი დასჭირდება. Bethesda-ს ძველი თამაშები, უკვე კარგა ხანია ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი და მათი ექსკლუზივად ქცევა, თითქმის შეუძლებელია. 

რაც შეეხება თავად Bethesda-ს პოზიციას: სტუდიის დირექტორმა, ტოდ ჰოვარდმა განაცხადა, რომ Microsoft-თან საერთო ხედვა და ღირებულებები აერთიანებს და მოხარულია, რომ Bethesda Xbox-ის პლატფორმას უერთდება. 

''რა მნიშვნელობა აქვს, კონსოლზე თამაშობ თუ პერსონალურ კომპიუტერზე? სამყაროში უამრავი ადამიანია გეიმინგით გატაცებული და ყველას ყველა თამაშზე არ მიუწვდება ხელი. ჩვენ კი ამის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენ გვაერთიანებს ღრმა რწმენა იმისა, რომ თამაშებს დიდი ძალა აქვს და მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობ, რა ასაკის ხარ, თუ შენთვის ჩვენი თამაშები მნიშვნელოვანია, ისინი ხელმისაწვდომიც იქნება.'' წერს Bethesda-ს ვებ-გვერდზე ტოდ ჰოვარდი.

Bethesda-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრენჩაიზის, Halo-ს შემდეგი ნაწილი, Halo Infinite,  მომავალ წელს გამოდის. ის Xbox-ის ექსკლუზივი არ არის, თუმცა, თამაში Game Pass-ის მფლობელებისთვის უფასო იქნება.

''კონსოლების ომი:'' ვის დარჩება გამარჯვება?

Microsoft, უკვე დიდი ხანია, Sony-ს მსგავსად აღარ თამაშობს და ეს ახლა კიდევ უფრო აშკარაა. Sony კვლავ მის ძველ, გამოცდილ სტრატეგიას მისდევს: ახალი, იმედისმომცემი სტუდიების შეძენა. ისეთი ახალი ფრენჩაიზების შექმნა, რომლის რამდენიმე ნაწილზე გაგრძელება და გაყიდვაშეიძლება (მაგ: Spider-Man, Horizon Zero Dawn). დამოუკიდებელ აზიელ დეველოპერებთან პატრნიორობა: ორი ასეთი სტუდიის,From Software-სა და Square Enix-ის თამაშები, პირველად, PlayStation-ზე გამოდის. 

Microsoft-ს სხვა სტრატეგგია აქვს: ის ძირითად აქცენტს Game Pass-ზე აკეთებს, რომლის შეძენა, ახლა, როცა Game Pass Library-ს Bethesda-ს თამაშებიც ემატება, კიდევ უფრო მიმზიდველია. მაშინ, როცა, Sony საკუთარ ექსკლუზიურ თამაშებს საკმაოდ მაღალ ფასებს ადებს, ხოლო PS5-ზე სტანდარტული თამაშის ფასი, ps4-თან შედარებით,  10 $-ით გაიზარდა და, საშუალოდ, 70 $-ს აღწევს, Microsoft საკუთარ მომხმარებელს უამრავ თამაშს სთრიმინგ  სერვისის სტილში, მხოლოდ თვიური გადასახადის ფასად სთავაზობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ PS5-ის ექსკლუზივები მიმზიდველი და მაცდურია, შესაძლოა, Xbox-ს დიდი უპირატესობა ჰქონდეს. 

შეგახსენებთ, რომ ორივე კონსოლი 2020 წლის ნოემბერში გამოდის. Microsoft, ორი ახალი თაობის კონსოლს Xbox Series X-ს (ფასი: 500$) და Xbox Series S-ს (ფასი:  300$) გვთავაზობს, ხოლო Sony-ს PlayStation5-ს (ფასი: 500$) და PlayStation5 Digital-ს (ფასი: 400 $). 

კომენტარები

ბოლო ამბები