- მოსკოვის დინამოს ფანები ქართველებთან მარცხს ვერ ივიწყებენ
- 'რამდენიმე შერეკილი იყვირებს' - რუსი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუზე
მოსკოვის დინამომ თბილისის ლოკომოტივთან წაგების შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა და რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში საკუთარ მინდორზე ახმატი 1:0 დაამარცხა (ბოლო წუთზე ივან ორდეცის გოლით).
დინამოს ფანებმა ფეხბურთელებს ტრიბუნეზე დიდი ბანერი გამოუფინეს - "მადლობა ევროსეზონისთვის“. იქვე ორი ბანერი იყო, სადაც მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა - "მოლოდინი" და "რეალობა". სიტყვა მოლოდინის ქვეშ საერთაშორისო პასპორტის ფოტო იყო გამოსახული, ხოლო სიტყვა რეალობასთან სამგზავრო ბარათი და მატარებლის ბილეთი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა და რუსული კლუბი ტურნირს გამოთიშა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ გრანადას 24 სექტემბერს დაუპირისპირდება (22:00 საათი).
კომენტარები