Thumbnail

დინამო მოსკოვთან თბილისის ლოკომოტივის სენსაციურ გამარჯვებაში, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოულოდნელობა ვერ დაინახა არჩილ არველაძემ. "შემთხვევითი გოლები, რიკოშეტით ან ისეთი, რომლებიც სათამაშო კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, არ გაგვიტანია", - განაცხადა POPSPORT-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორის სპორტულმა დირექტორმა.

📹 Silk Sport

არჩილ არველაძე: "ლოკომოტივმა კიდევ ერთი ეტაპი გადალახა, რაც ძალიან სასიხარულოა. კიდევ უფრო მეტად გასახარია ის ფაქტი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გამარჯვება. თბილისურმა კლუბმა საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. პირველი 15-20 წუთის შემდეგ გამოჩნდა, რომ მოსკოვის დინამოსთან თამაში შეიძლება.

ლოკომოტივი წყვილში ფავორიტი არ იყო, მაგრამ მთელმა რიგმა ფაქტორებმა სწორედ თბილისელების გამარჯვება განაპირობა. გარდა სუფთა საფეხბურთო მიზეზებისა, რომელთა გამოც ლოკომოტივმა დინამო მოსკოვი დაამარცხა, ხელი შეგვიწყო იმანაც, რომ ფორმატი მხოლოდ ერთ თამაშს ითვალისწინებს.

ასევე იმან, რომ რუსული გუნდი იმ გარემოში თამაშსს, რომელშიც მატჩი ჩატარდა, მიუჩვეველია. ვგულისხმობ თუნდაც სტადიონს. როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მიჩვეული ხარ დიდ არენებზე თამაშსს, ამის საპირისპირო გარემოში მოხვედრა უარყოფით დაღს გასვამს.

მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მთავარია, რომ ლოკომოტივმა მეტოქეს, რომელსაც 50-ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვს, საფეხბურთო კომპონენტებში აჯობა. ფეხბურთი ხომ სწორედ ამითაა საინტერესო, რომ ასეთი მოვლენები, ხშირად არა, მაგრამ მაინც ხდება.

ამ მოგების შემდეგ გუნდი უფრო თვითდაჯერებული იქნება. რა თქმა უნდა, გრანადა მოსკოვის დინამოზე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ამ გამარჯვებამ ლოკომოტივიც გააძლიერა".

თბილისის ლოკომოტივის გამარჯვება სენსიაცად შეფასდა

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა. თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქე ესპანური გრანადა იქბნება. ესპანეთში შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები