Thumbnail

მოსკოვის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონის მდგომარეობით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ასეთი ცუდი გაზონი დიდი ხანია არ უნახავს.

“იმის გათვალისწინებით, რომ თამაში მაყურებლების გარეშე ტარდება, სტადიონი მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აი, ასეთი მინდორი კი ნამდვილად დიდი ხანია არ მინახავს. ალბათ, შორეულ წლებში თუ იყო ამგვარი მოედნები. მით უფრო გასაკვირია, რომ ასეთი ხარისხის მინდორი ახლა შეგვხვდა, ძალიან დაბალი დონეა. სხვა საქმეა, რომ გუნდები თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან, ამდენად, იმედი მაქვს, რომ ეს კარგი ფეხბურთის ჩვენებაში ხელს არ შეგვიშლის”.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის დინამო საქართველოს დედაქალაქში თბილისის ლოკომოტივთან მატჩის ჩასატარებლად არის ჩამოსული. შეხვედრა ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩატარდება, წყვილში გამარჯვებული კი მომდევნო რაუნდში, 24 სექტემბერს, ალბანურ ტეუტასა და ესპანურ გრანადას წყვილში მოგებულს სტუმრად ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები