- გენტი 2:1 რაპიდი | ჩაკვეტაძე მე-60 წუთზე გამოცვალეს
- პაოკ 2:1 ბენფიკა | ნინუა სათადარიგო იყო
- 'შუშის კაცია' - ბელგიური მედია ჩაკვეტაძის ტრავმაზე
დღეს ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის სამი მატჩი გაიმართა. ბელგიაში ვიცე-ჩემპიონმა გენტმა ვენის რაპიდს უმასპინძლა, 2:1 მოუგო და პლეი ოფში გავიდა. გენტის "ათიანი" გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო.
📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი
მეორე ტაიმის დასაწყისში, გიორგი სწრაფად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ქართველი ლეგიონერი ორჯერ მოცელა 19 წლის მცველმა ლეო გრაიმლმა, ერთხელ საჯარიმომდე, თუმცა გიორგიმ წონასწორობა შეიკავა, შემდეგ კი უკვე საჯარიმოში. სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა და იარემჩუკმა ანგარიში 2:0 გახადა. სამწუხაროდ, ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო, რადგან წაქცევისას მეკარეს შეეჯახა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ჯერ რთულია ტრავმის სირთულეზე საუბარი.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გენტი დინამო კიევს უმასპინძლებს, რომელმაც გიორგი წიტაიშვილის გარეშე მოუგო ალკმაარს - 2:0. ნიკა ნინუას პაოკ-მა ბენფიკას 2:1 მოუგო, ქართველი ლეგიონერი განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ შესულა. პაოკ-ს პლეი ოფში კრასნოდართან საგარეო მატჩი ელის.
კომენტარები