Thumbnail

‘ერთხელ მეც მოვიგებ’ - ზვერევმა დრამატული ფინალის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

აშშ-ის ღია პირველობის ფინალში დომინიკ ტიმთან დრამატული მარცხის შემდეგ, ალექსანდერ ზვერევმა დუელი შეაფასა, ცრემლები ვერ შეიკავა და საკუთარი მომავლის შესახებ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.

“23 წლის ვარ. არა მგონია, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი ყოფილიყო, - აღნიშნა ჰამბურგში დაბადებულმა ზვერევმა ვიდეო-პრესკონფერენციაზე, -  მჯერა, რომ ერთხელაც დიდი სლემის ტურნირს მოვიგებ.”

ზვერევს შანსი ჰქონდა, გამხდარიყო დიდი სლემის პირველი გერმანელი ჩემპიონი კაცებს შორის ბორის ბეკერის ტრიუმფის (1996, ავსტრალია) შემდეგ. მან დომინიკ ტიმს პირველი ორი სეტი მოუგო და მესამეშიც ბრეიკით 2:1-ს იგებდა, მაგრამ მაშინვე წააგო საკუთარი მოწოდება და საბოლოოდ ეს უნიკალური შანსი ხელიდან გაუშვა. გადამწყვეტ მეხუთე სეტშიც, ზვერევი 5:3-ს იგებდა და მატჩ პოინტიც ჰქონდა, ფინალურ ტაიბრეიკში კი მხოლოდ ორი ქულა აშორებდა გამარჯვებამდე.

“თამაში მაშინ შემოტრიალდა, როცა მესამე სეტში მან პირველად დამაბრეიკა, - დასძინა ზვერევმა, - მერე გაცილებით უკეთესად ათამაშდა, მე კი პირიქით, თამაში მკვეთრად გავაუარესე. მიუხედავად ამისა, მერე მაინც ბევრი შანსი მქონდა.”

ზვერევმა დომინიკ ტიმი დამსახურებულ ჩემპიონად გამოაცხადა: “როგორც ჩანს, მან ეს დიდი სლემი ჩემზე მეტად დაიმსახურა. უკეთესი იყო და სადღაც სამართლიანიცაა, რომ ფინალი მოიგო.”

კომენტარები

ბოლო ამბები