Thumbnail

ავსტრიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილი სადებიუტო მატჩში (1:3 ზალცბურგთან) გააძევეს. ვოლფსბერგერის ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-16 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა.

მატჩის შემდეგ ლუკა ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა დაიცვა და თქვა, რომ ფეხბურთელს საყვედურს არ ეტყვის.

"თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, კმაყოფილი ვიყავი. წითელი ბარათის ეპიზოდი აშკარად გადამწყვეტი იყო. ლუკა ლოჩოშვილის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მსაჯი მანამდეც წვრილმანებზე უსტვენდა. შემდეგი 75 წუთიც კარგად ვითამაშეთ და ეს გვიჩვენებს, რამდენად მტკიცე ნებისყოფა გვაქვს", - თქვა ფელდჰოფერმა.

ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერს დინამო თბილისიდან შეუერთდა. ავსტრიულმა კლუბმა მანამდე გორის დილადან გურამ გიორბელიძე დაიმატა, რომელსაც ზალცბურგის წინააღმდეგ არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები