Thumbnail

ტოტენჰემმა პრემიერლიგის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო - ჟოზე მოურინიოს გუნდი საკუთარ მოედანზე კარლო ანჩელოტის ევერტონთან 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში დომინიკ კალვერტ-ლიუინმა, თავით შესრულებული მაგარი დარტყმით გაიტანა.

“თამაშით და შედეგით იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში საუკეთესო შანსები გვქონდა, პიკფორდმა მნიშვნელოვანი ბურთები აიღო. მეორე ტაიმში, გოლის მიღების შემდეგ ვერაფერს ვქმნიდით და ისინი დომინირებდნენ. გოლი ცოტა უცნაური იყო. ეს არ გვამართლებს, მაგრამ როცა მოედანზე ამდენი მსაჯია, დაუჯერებელია, რომ ისინი ჯარიმას დაჯარიმების ადგილიდან 5 მეტრის მოშორებით ასრულებენ. ხუთი მეტრი ცოტა არ არის, ასეთ მანძილს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. თუმცა ამ ინციდენტზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. ძალიან უცნაური მოსამზადებელი პერიოდის გამო ჩემი ზოგიერთი ფეხბურთელი ფორმაში არ არის. ჩემს კარგ მეგობარ კარლო ანჩელოტის და მის ევერტონს, რა თქმა უნდა, ვულოცავ,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ, რომელიც ჯერ კიდევ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ამბობდა, რომ ახალი ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი თავდამსხმელი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოურინიოს გუნდი სეზონის პირველ მატჩს აგებს. მანამდე, ჟოზეს გუნდები პირველი ტურის მატჩებს ან იგებდნენ, ანაც ფრედ ასრულებდნენ - 11 მოგება, 7 ფრე.

ტოტენჰემი 0:1 ევერტონი

გოლი: 0:1 კალვერტ-ლიუინი (55)

კომენტარები

ბოლო ამბები