Thumbnail

'ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი დაზიანებულია' - სლუცკიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსკოვის დინამოსთან (1:0) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა. 19 წლის ქართველმა პენალტი მოიპოვა და სლუცკი ფიქრობს, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სლუცკის განცხადებით, ხვიჩას ტვინის შერყევა აქვს, თუმცა არცისე სერიოზული. გაიტეხა თუ არა ცხვირი, ჯერჯერობით არ იციან.

"მან ტვინის შერყევა და ცხვირის დაზიანება მიიღო. ჯერჯერობით არ ვიცით ტვინის შერყევის ხარისხი და ცხვირი გატეხილია, თუ არა. ტვინის შერყევა ნამდვილად არ არის ღრმა, რადგან ის ფეხზე დგება. პენალტის ეპიზოდს რაც შეეხება: არ ვფიქრობ, რომ ხვიჩა თავისი ინიციატივით დაეცა, ეს წესების დარღვევა იყო. ეპიზოდს VAR უყურებდა, მე კი ჯერ განმეორებით არ მინახავს. ჩანდა, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და VAR-მა ეს დაადასტურა", - თქვა სლუცკიმ.

ყაზანის რუბინმა მატჩი ხვიჩას მოპოვებული პენალტით 1:0 მოიგო, ზედიზედ 4 თამაშია არ წაუგია და 11 ქულით მე-4 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 სექტემბერს, მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები