Thumbnail
  • ლუკა ლოჩოშვილს ვოლფსბერგერში წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა
  • ავსტრიის ჩემპიონატი დაიწყო, ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა

ავსტრიის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი დაიწყო და ვოლფსბერგერში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. 22 წლის ქართველი მცველი ქვეყნის ჩემპიონ და საუკეთესო გუნდ ზალცბურგის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო.

თუმცა, დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რადგან მე-16 წუთზე ლუკა მოედნიდან გააძევეს. ლოჩოშვილმა პატსონ დაკა ხელებით შეაჩერა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო პირდაპირ წითელი ბარათით დასაჯა.

ვოლფსბერგერის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გურამ გიორბელიძე განაცხადში არ ყოფილა. როგორც იცით, ლოჩოშვილი და გიორბელიძე ავსტრიულ გუნდში ცოტა ხნის წინ გადავიდნენ.

📺 ვიდეო: ლუკა ლოჩოშვილის წითელი ბარათი ზალცბურგთან

გრაცის შტურმმა სეზონი ზანკტ პიოლტენთან სტუმრად უგოლო ფრით დაიწყო. ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

კომენტარები

ბოლო ამბები