Thumbnail

US OPEN | ოსაკამ აზარენკას მოუგო და ტიტულს დაეუფლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაომი ოსაკა 1:6, 6:3, 6:4 ვიქტორია აზარენკა
  • ოსაკამ ამერიკის ღია პირველობა ბოლო 3 წელში მეორედ მოიგო

ჩოგბურთში, ქალთა შორის, ამერიკის ღია პირველობა ნაომი ოსაკას გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სამ სეტში, 1:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

ნაომიმ ფინალამდე იაპონელი დოი მისაკი, იტალიელი კამილა ჯიორჯი, უკრაინელი მარტა კოსტიუკი, ესტონელი ანეტ კონტავეიტი, ამერიკელი შელბი როჯერსი და ასევე ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი დაამარცხა. იაპონელმა ჩოგბურთელმა 7 თამაშში სეტი 4-ჯერ დათმო, თუმცა გამარჯვება ყველა შეხვედრაში მაინც დამაჯერებლად მოიპოვა.

ნაომიმ ამერიკის ღია პირველობა ბოლო 3 წელში მეორედ მოიგო. ოსაკამ 2018 წლის ფინალში სერენა უილიამსს 6:2, 6:4 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები