Thumbnail
  • ჩემპიონმა სეზონის პირველი მატჩი 'ენფილდზე' გამარჯვებით დაასრულა
  • სალაჰმა ლიდსთან დუბლი შეასრულა და კლოპის გუნდს 3 ქულა მოუტანა 

ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში ერთმანეთს ლივერპული და ლიდსი შეხვდნენ. 16-წლიანი პაუზის შემდეგ ლიდსმა პრემიერლიგაში დაბრუნება მოახერხა და პირველივე ტურში ღირსეული თამაში შემოგვთავაზა. მარსელო ბიელსას გუნდი ქულასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ლივერპულმა მატჩის მიწურულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სალაჰმა გოლად აქცია და ჩემპიონებს პირველი 3 ქულა მოუტანა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:2 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ლიდსმა კიდევ ერთხელ მოახერხა გათანაბრება, თუმცა ქულა მაინც ვერ აიღო. ფაქტია, რომ ბიელსას ლიდსი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და მათთან ქულების აღება ძალიან ბევრ კლუბს გაუჭირდება.

ლივერპული 4:3 ლიდსი

გოლები: 1:0 სალაჰი (პენ-4), 1:1 ჰარისონი (12), 2:1 ვან დაიკი (20), 2:2 ბამფორდი (30), 3:2 სალაჰი (33), 3:3 კლიხი (66), 4:3 სალაჰი (პენ-88)

საინტერესო ფაქტები

⚽ მოჰამედ სალაჰმა ზედიზედ მეოთხედ შეძლო ლივერპულში სეზონის პირველი გოლის გატანა. აქამდე ეს პრემიერლიგაში მხოლოდ ტედი შერინგემმა შეძლო

⚽ ეს იყო პრემიერლიგის ისტორიაში მეორე გახსნითი შეხვედრა, როდესაც პირველი მატჩის პირველ მატჩში 5 გოლი გავიდა. მსგავსი ფაქტი 2006 წლის აგვისტოში მანჩესტერ იუნაიტედსა და ფულემს შორის დაფიქსირდა - 4:1.

⚽ ლიდსი არის მეორე გუნდი, რომელმაც დაწინაურების შემდეგ ჩემპიონთან პირველ ტურში 3 გოლი გაიტანა. ეს 2008 წელს ჰალ სიტიმ მოახერხა.

⚽ სალაჰი ლივერპულის პირველი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგის პირველ ტურში ჰეთ თრიკის შესრულება მოახერხა.

⚽ ლივერპულმა პრემიერლიგაში ბოლო 35 მატჩის მოგება შეძლო, როცა სალაჰმა გოლის გატანა მოახერხა.

ამავე ტურში მოიგო ლონდონის არსენალმაც, რომელმაც პრემიერლიგაში დაბრუნებულ კიდევ ერთ კლუბს სძლია. მიკელ არტეტას გუნდმა ფულემი სტუმრად 3:0 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები