Thumbnail

'ვარჯიშს დავუბრუნდი' - ნეიმარი კორონასგან განიკურნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილიელ ფეხბურთელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა
  • ნეიმარმა დაავადების დამარცხება რამდენიმე დღეში მოახერხა

პარი სენ ჟერმენის ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა განაცხადა, რომ სუპერ ბედნიერია, რადგანაც კორონავირუსის დამარცხება მოახერხა. 'ვარჯიშს დავუბრუნდი და ძალიან ბედნიერ ვარ', - დაწერა ნეიმარმა ტვიტერზე

ბრაზილიელ ფეხბურთელს კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდგინდა, რის შემდეგაც მას 9 დღე დასჭირდა, რათა კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი ყოფილიყო. ნეიმარის გარდა, კორონავირუსის მის რამდენიმე თანაგუნდელსაც დაუდგინდა. პარი სენ ჟერმენის ინფორმაციით, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესის, მაურო იკარდის, კეილორ ნავასისა და მარკინიოსის ტესტები ისევ დადებით პასუხებს აჩვენებს.

პარიზულმა კლუბმა ლიგა ერთის პირველი ტურში ლანსის წინააღმდეგ ითამაშა და ლიდერების გარეშე 0:1 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები