- ლექსო ყაულაშვილმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
- ქართველი მორაგბე ბორდოში 2024 წლამდე რჩება
ქართველმა მორაგბემ ლექსო ყაულაშვილმა, რომელიც ლა როშელიდან ბორდოში 2018 წელს გადავიდა, კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. ყაულაშვილს ხელშეკრულება 2021 წელს უმთავრდებოდა და გუნდში 2024 წლამდე დარჩება.
''27 წლის ქართველმა მორაგბემ კლუბში ადაპტაცია მალე გაიარა. ლექსო, გილოცავთ ახალ კონტრაქტს'', - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ყაულაშვილმა ბორდოს მაისური 26-ჯერ მოირგო და 3 ლელოს გატანა მოახერხა. მასთან ერთად ფრანგულ კლუბში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძეც თამაშობს. ბორდოს პირველ ტურში სტად ფრანსესთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მეტოქე გუნდის მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც თამაში გადაიდო.
კომენტარები