Thumbnail

მაიკლ დიქსონმა ბაჰჩეშეჰირს ისტანბულთან მოაგებინა

  • ბაჰჩეშეჰირმა სტუმრად ისტანბულსფორი დაამარცხა - 68:67.
  • მაიკლ დიქსონმა 33 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

თურქეთის რანგით მეორე, TBL ლიგაში მაიკლ დიქსონის ბაჰჩეშეჰირმა სტუმრად ისტანბულსფორი დაამარცხა - 68:67.

მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი იყო, რომელმაც 33 წუთში გუნდს 14 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 7 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრაც. მარგი ქმედების კოეფიციენტით (14) დიქსონი მეორე ადგილზე გავიდა დი ჯეი უაითის (19) მერე. 

ბაჰჩეშეჰირი 19 მოგებითა და 12 წაგებით მე-6 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები