Thumbnail

'გუნდისთვის შეუფასებელი იყო' - გიგაშვილი TOP 14-ის სიმბოლურ ნაკრებში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ბურჯმა ლა როშელთან დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა
  • ის სასტარტო ტურის საუკეთესო XV-ში Midi Olympique-მა შეიყვანა

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ტულონის მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, TOP 14-ის 2020/2021 წლების სეზონის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა. ქართველი ლეგიონერის თამაში ცნობილმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა გამოარჩია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ტულონი ლა როშელს ესტუმრა და 15:29 დამარცხდა. გიგაშვილი თადარიგში იყო, თუმცა თამაშში პირველსავე ტაიმში, 33-ე წუთიდან ჩაერთო და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამაზე Midi Olympique-ის დახასიათებაც მოწმობს.

“ქართველი ბურჯი გუნდისთვის შეუფასებელი იყო როგორც დაცვაში (6 შედეგიანი ბოჭვა), ასევე შეტევაში (ბურთის წაღება 7-ჯერ მოახერხა)“.

ტულონი მე-2 ტურის მატჩს 13 სექტემბერს, შინ, ლიონთან ჩაატარებს. 28 წლის გიგაშვილი ტულონელთა ღირსებას გასული სეზონიდან იცავს, მანამდე კი, საფრანგეთშივე შამბერისა და გრენობლში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები