Thumbnail

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფის მეორე ტურის მატჩებში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა, შვედეთმა კი - პორტუგალიას.

მატჩის, ჯგუფის და საერთოდ დღის ყველაზე საინტერესო მოვლენა კრიშტიანო რონალდოს განსაკუთრებული გოლია - არა მარტო ამ გოლის ეფექტურობის, არამედ მისი მნიშვნელობის გამო.

რონალდომ პორტუგალიის ნაკრების ფორმით მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა!

ეროვნულ ნაკრებში 100 და მეტი გოლი ისტორიაში ახლა მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს - კრიშტიანოს და ირანელ ალი დაეის, რომელმაც თავის დროზე ქვეყნის პირველი გუნდის ფორმით 109 გოლი შეაგდო. უკვე ცხადია, რომ CR7 მის რეკორდს მოხსნის. სხვათა შორის, ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ისტორიაში მესამე ადგილზე ლეგენდარული უნგრელი გოლეადორი ფერენც პუშკაშია - 84 გოლით.

რონალდომ შვედეთის ნაკრებს მეორეც გაუტანა და პორტუგალიამ სტუმრად 2:0 მოიგო. ჯგუფის პარალელურ მატჩში კი საფრანგეთმა ხორვატია უხვგოლიან მატჩში 4:2 დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალიას და საფრანგეთს 6-6 ქულა აქვთ და ჯგუფში ლიდერობენ. შვედეთი და ხორვატია უქულოდ არიან. მომდევნო ტურში საფრანგეთი პორტუგალიას უმასპინძლებს, შვედეთი კი ხორვატიას ესტუმრება.

საფრანგეთი 4:2 ხორვატია

გოლები: 0:1 ლოვრენი (17), 1:1 გრიზმანი (43), 2:1 ლივაკოვიჩი (45+1. საკ. კარში), 2:2 ბრეკალო (55), 3:2 უპამეკანო (65). 4:2 ჟირუ (73-პენ)

საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი - უპამეკანო, ლენგლე, ერნანდესი - სისოკო, კანტე (63. კამავინგა), ნ’ზონზი, ფ. მენდი - გრიზმანი (78. ფეკირი) - ბენ იედერი (63. ჟირუ), მარსიალი.

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი - ურემოვიჩი (57. ვიდა), ლოვრენი, კალეტა, მელნიაკი - კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, ვლაშიჩი - პერიშიჩი (66. პაშალიჩი), კრამარიჩი, რებიჩი (46. ბრეკალო).

📺 საფრანგეთი V ხორვატია

შვედეთი 0:2 პორტუგალია

გოლი: 0:1 კ. რონალდო (45), 0:2 კ. რონალდო (45+1)

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ჰელანდერი, იანსონი, აუგუსტინსონი - კულუსევსკი (90. ეკდალი), სვენსონი, ოლსონი, ფორსბერგი (76. სვენბერგი) - ბერგი, ისაკი (71. კუაისონი).
გაძევება: სვენსონი (44)

პორტუგალია (4-3-3): ლოპეში - ჟოაო კანსელო, პეპე, რუბენი, გერეირო - ჟოაო მოუტინიო (73. ნევეში), დანილო პერეირა, ბრუნო ფერნანდეში - ბერნარდო სილვა (22. გედეში), ჟოაო ფელიქსი, კ. რონალდო (81. ჟოტა).

📺 კრიშტიანოს მეორე გოლიც ძალიან მაგარი გამოუვიდა

კომენტარები

ბოლო ამბები