Thumbnail
  • რონალდ კუმანს მემფის დეპაის დამატების დიდი სურვილი აქვს
  • ბარსელონას ინტერესის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა 

ბარსელონა ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიზნად აქვს დასახული თანამემამულე მემფის დეპაი დაიმატოს. ნიდერლანდელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ იგი მის გუნდს გააძლიერებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერზე მხარეები აქტიურად მუშაობენ. კატალონიური კლუბი ლიონს 25 მილიონ ევროს გადაუხდის და დეპაის გაფორმებას უმოკლეს დროში შეეცდება.

სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ილაპარაკა თავად ფეხბურთელმა. 26 წლის მოთამაშემ ბარსელონას მხრიდან ინტერესი დაადასტურა, თუმცა რაიმე კონკრეტულის შესახებ არ უსაუბრია და განაცხადა, რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

"ჩვენ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება. ვიცი ბარსელონას მხრიდან დაინტერესების შესახებ, თუმცა ახლა უფრო მეტს ვერ ვიტყვი. ლიონს მალე დაველაპარაკები და ვნახოთ რა მოხდება. ჩემს აგენტთან ამის შესახებ ბევრი არ მისაუბრია", - განაცხადა მემფისმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები