Thumbnail

‘მას არაფერი დაუშავებია!’ - ჯოკოვიჩი მსაჯს საკუთარი ფანებისგან იცავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ნოვაკ ჯოკოვიჩი სკანდალს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც 33 წლის სერბი ჩოგბურთელი აშშ-ის ღია პირველობიდან მოკვეთეს, საჩოგბურთო სამყაროში ემოციები დუღს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ტურნირის მე-4 წრეში, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა, ერთ ეპიზოდში ემოციები ვერ მოთოკა, ბურთი კედლისკენ გაგზავნა და ის დამხმარე მსაჯს მოარტყა. ქალი არბიტრი ძირს დაეცა, ხველება აუტყდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ იხრჩობოდა. ნოვაკი მაშინვე ბოდიშის მოსახდელად მივარდა, მსაჯი კი მალე მოასულიერეს და ის რაიმე მძიმე სახის ტრავმას გადაურჩა. სერბი კი აგრესიული ქმედებისთვის ტურნირიდან მოხსნეს.

ჯოკოვიჩის ფანები მომხდარის გამო გაბრაზებულები არიან და ამერიკელ მსაჯს სოციალურ ქსელებში ლანძღავენ. ნოლე ამ თემას ახლა კიდევ ერთხელ, ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

“...მადლობა თქვენი პოზიტიური შეტყობინებებისთვის. გთხოვთ, იფიქროთ იმაზე, რომ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება მსაჯსაც, რომელსაც ბურთი მოხვდა. მას აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია. გთხოვთ, გაამხნევოთ და მხარდაჭერა გამოუცხადოთ.” - წერს ჯოკოვიჩი პოსტში და დასძენს: “სწორედ ასეთი მომენტები გვაძლიერებს და გვზრდის.”

კომენტარები

ბოლო ამბები