Thumbnail

იგორ კოკოშკოვი: ფინიქსს დრაფტზე დონჩიჩი რომ აერჩია, თურქეთში არ ვიჯდებოდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ლუკა ის კალათბურთელია, რომელსაც განვითარების ცოტა საშიში ტენდენციაც კი აქვს'
  • 2018 წლის დრაფტზე სანსმა პირველი პიკი დეანდრე ეიტონს დაახარჯა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის აზრით, ის ახლაც სანსის თავკაცი იქნებოდა, ფინიქსელებს 2018 წლის დრაფტზე ლუკა დონჩიჩი რომ აერჩიათ. შეგახსენებთ, რომ არიზონელებს მაშინ პირველი პიკი ჰქონდათ, რომელიც დეანდრე ეიტონს დაახარჯეს.

“ლუკა წარმატებული კალათბურთელია, რომელსაც განვითარების ცოტა საშიში ტენდენციაც კი აქვს. გასულ წელს ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ კალათბურთელად ითვლებოდა, სადღეისოდ კი, პლანეტის საუკეთესო მოთამაშეთა რიცხვშია. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის მხოლოდ 21 წლისაა და ალბათ, კიდევ 17-18 წელი ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჯანმრთელად იქნება, საჩემპიონო ბეჭდის მოპოვებას მოახერხებს. ვერ ვხედავ მიზეზს, რომელიც ლუკას ამაში ხელს შეუშლის. ყველანი ვფიქრობდით, რომ ის საუკეთესოთა შორის მოხვდებოდა, თუმცა, ვინ ელოდა, რომ ეს, ასე მოკლე დროში მოხდებოდა? ახლა, მე თურქეთიდან გესაუბრებით, თუმცა, აქ ნამდვილად არ ვიჯდებოდი, ფინიქსს დრაფტზე დონჩიჩი რომ აერჩია”, - განუცხადა კოკოშკოვმა Eurohoops-ს.

შეგახსენებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა და ჩვენი გუნდი სამ ევრობასკეტზე ათამაშა. ამჟამად, ის სტამბულის ფენერბაჰჩეს დამრიგებელია, სანსს კი, 2018-19 წლების სეზონში ავარჯიშებდა და სეზონი 19 მოგებითა და 63 მარცხით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები