Thumbnail
  • ბრივი 42:23 ბაიონა
  • მასპინძელთა რიგებში ოთხმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა

ბრივმა TOP 14-ის პირველ ტურში ბაიონას უმასპინძლა და მეტოქეს 19 ქულით, 42:23 მოუგო. მოედანზე ოთხი ქართველი მორაგბე გავიდა.

ვასილ ლობჟანიძემ და ოთარ გიორგაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და მოედანზე 54 წუთი გაატარეს. გიორგაძე მატჩის ბოლოს 4 წუთით ისევ დააბრუნეს მინდორზე.

თედო აბჟანდაძე შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო და 12 ქულა დააგროვა. მან 4-დან 4 ჯარიმის გატანა მოახერხა. ბადრი ალხაზაშვილმა მე-60 წუთიდან ითამაშა და ბრივის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.

ბრივი მომდევნო ტურში სტუმრად ბექა გორგაძის ბორდოს წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც პირველ ტურში სტად ფრანსესთან თამაში გადაედო, რადგანაც მეტოქე გუნდის მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები