Thumbnail
  • რაგბი ევროპის ჩემპიონატში სამი მატჩი ნოემბერში გაიმართება
  • საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს უნდა გამართულიყო

რაგბი ევროპამ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის თარიღი დაადგინა - მატჩი თბილისში 1 ნოემბერს 15:00-ზე გაიმართება...

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 14 მარტს თბილისში უნდა გამართულიყო. რუსეთის ნაკრები უკვე საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ რაგბი ევროპის ორგანიზაციამ მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადადო. მას შემდეგ შეხვედრის გამართვის თარიღი ზუსტდებოდა და დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი. 

უცნობია, დაშვებული იქნება თუ არა მაყურებელი ამ შეხვედრაზე. ამ მატჩს სატურნირო მდგომარეობისთვის პრაქტიკული შანსი არ აქვს, "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის ჩემპიონობა უკვე გაინაღდეს. იმავე დღეს, ერთი საათის შემდეგ დაიწყება რუმინეთისა და ბელგიის თამაში, ხოლო ესპანეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება 15 ნოემბერს შედგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები